top of page

ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია საგანმამათლებლო სივრცე ABApedia-სთან ერთად აცხადებს მიღებას სპეციალურად ძიძებისთვის შექმნილ სასწავლო კურსზე „აუტიზმის მქონე ბაშვების განვითარების ხელშეწყობა და პრობლემური ქცევის მართვა“, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის საჭირო, საბაზისო უნარების შესასწავლად.

კურსი 10 საათს მოიცავს შემდეგი თემატური მიმართულებებით:

1. აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD)
2. ძიძის როლები და პასუხისმგებლობები
3. კომუნიკაციის სტრატეგიები და სოციალური უნარები
4. პრობლემური ქცევის გაგება და მართვა
5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თვითდახმარების უნარების სწავლება
6. უსაფრთხოების დაცვა და კრიზისული სიტუაციასთან გამკლავება
7. მშობელთა და სპეციალისტებთან კომუნიკაცია

სასწავლო კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ბავშების ძიძებისთვის, თუმცა ასევე სასარგებლო იქნება პერსონალური ასისტენტებისთვის, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და სხვა მზრუნველი პირებისთვის.

კურსს წარუძღვება ფსიქოლოგი და საერთაშორისოდ აღიარებული ქცევის ანალიტიკოსი (IBA) გვანცა ჩვამანია.

ABApedia ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- ს მიერ აღიარებული ტრენინგ პროვაიდერია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/profile.php?id=100090546555483

სწავლება ჩატარდება 7 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღე საღამოს საათებში: 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

კურსის საფასური ასოციაციის წევრებისთვის შეადგენს 200 ლარს.
გაიცემა სერთიფიკატი.

რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfopz0mov4IeUbM8gGxz2Y0-YoPCsxp6kPQeXpYdzuGC5CuBQ/viewform

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 811 911

აუტიზმის მქონე ბაშვების განვითარების ხელშეწყობა და პრობლემური ქცევის მართვა: სერთიფიცირებული სასწავლო კურსი ძიძებისთვის

10 სექტემბერი, 2024

bottom of page