ჩვენ ვართ ზრუნვის მშრომელები, რომლებიც ხელფასის სანაცვლოდ ვმუშაობთ ოჯახებში.
ჩვენი ვზრუნავთ ბავშვებზე, მოხუცებზე, ჩვენი საზოგადოების ოჯახების ყოველდღიურ, აუცილებელ, ხშირად უსახელო საჭიროებებზე. უსახელოა ჩვენი შრომა და დაუფასებელი - მისი ნაყოფი.
ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ზრუნვის ფუნქციას უგულებელყოფს. სახელმწიფო უარს ამბობსიზრუნოს ბავშვებსა და მოხუცებზე, მოაწყოს ინსტიტუციონალიზებული ზრუნვის დაწესებულებები ანგამოგვითავისუფლოს საკმარისი დრო ერთმანეთზე ზრუნვისთვის. შრომისუნარიანი მოსახლეობისგარდაუვალ რეალობად იქცა დაქირავებული ზრუნვის მშრომელი ქალების შრომის გამოყენება - მაშინაც კი, როცა მათ ამის საშუალება არ აქვთ. ახალგაზრდა დედები პროფესიის შენარჩუნებასშვილის აღზრდის ძიძისთვის გადანდობით და მისთვის ხელფასის გაყოფით ახერხებენ. შვილებიინდივიდუალური დამხმარეებით უმკლავდებიან ხანდაზმული და ავადმყოფი მშობლებისსაჭიროებებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენი შრომა უხილავია სახელმწიფოსთვის, ხშირად უხილავიასაზოგადოებისთვისაც და უხილავია ოჯახისთვის, რომელშიც ვმუშაობთ. ოჯახში დასაქმებაარაფორმალური შრომაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ ვსარგებლობთ შრომის კანონებითგათვალისწინებული ისეთი მინიმალური უფლებებითაც კი, როგორიცაა: ნორმირებული სამუშაოდრო, ყოველწლიური და ავადმყოფობის შვებულების უფლება, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დასვენება.
მაშინაც კი, როცა სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი კუთვნილ ხელფასს არ გვიხდის ანსხვადასხვაგვარი შეურაცხყოფის მსხვერპლი ვხდებით, სახელმწიფო უარს ამბობს, საკუთარიფუნქციის შესრულებაზე, ჩარევაზე და სამართლის პოვნაზე.
ჩვენი შრომის მსგავსად, უხილავია ჩვენი ხელოვნებაც.
როდესაც ყველა პასუხისმგებლობას მოვილევთ, სხვა ადამიანებზე ზრუნვისა და ფიზიკური დაემოციური გადაღლის და გამოცარიელების ზღვარზე, ხელოვნებასა და ხელსაქმეში ღამეების თენებაჩვენ თავთან დაბრუნების გზაა.
შემოქმედებაში ჩართულნი, სხეულსა და გონებას ვათავისუფლებთ. ხელოვნება ჩვენი ნაწილია, ჩვენი თავისუფალი დროა, ჩვენი მონატრება, ტკივილი და სიხარულია.
მაგრამ, აქვე ჩნდება კითხვა რა არის ჩვენი შემოქმედება - მოცალეობა? თუ შემოქმედებითიშრომის ნაწილი?
ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ის, რაც ყოველდღიურ საზრდოს ვერ უზრუნველყოფს, მოცალეობაა; რომ ხელოვნებაც საჩვენო არაა, რადგან ჩვენ მისი ფუფუნება არ გვაქვს.
მაშინ, რად გვიჩნდება გამოხატვის, შემოქმედების ეს დაუოკებელი სურვილი?
რატომ გვიდგას შრომით დაქანცულებს შემოქმედებითი თვითგამოხატვის საჭიროება და რატომ აღვიდგენთ თავს შემოქმედებით შრომაში? რატომ არ ქრება ჩვენი სურვილი, ვიმღეროთ, დავხატოთ, ვძერწოთ, ვქარგოთ?
დიახ, ჩვენ დამატებით ვმუშაობთ, რომ შევქმნათ. ვქმნით, ჩვენი თავისუფალი დროის ფასად და ვხვდებით, რომ შექმნის შრომა ჩვენი თავშესაფარია.
ამიტომაც, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს სახლებში საგულდაგულოდ შენახული ჩვენი გაკეთებული ნივთების - ნახატების, ნაქარგების, სამკაულების - გამომზეურება გადავწყვიტეთ.
მოვედით, რომ მოგიყვეთ ჩვენს შრომაზე და თან გაჩვენოთ, რა გვაპოვნინებს სიხარულს შრომაში დაკარგულებს.
8 მარტს გამოვფენთ ჩვენ შრომას.
მსვლელობა - 13:00 სთ
გამოფენა - 15:00 სთ
მსვლელობა დაიწყება შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროდან და დასრულდება
ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, გამოფენაზე.
გელოდებით!
უხილავი შრომა - უხილავი ხელოვნება
26 თებერვალი, 2024
