top of page

აუტიზმის მქონე ბაშვების განვითარების ხელშეწყობა და პრობლემური ქცევის მართვა: სასწავლო კურსი ძიძებისთვის


სასწავლო კურსი ძიძებისთვის

ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია საგანმამათლებლო სივრცე ABApedia-სთან ერთად აცხადებს მიღებას სპეციალურად ძიძებისთვის შექმნილ სასწავლო კურსზე „აუტიზმის მქონე ბაშვების განვითარების ხელშეწყობა და პრობლემური ქცევის მართვა“, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის საჭირო, საბაზისო უნარების შესასწავლად.


კურსი 10 საათს მოიცავს შემდეგი თემატური მიმართულებებით:


1. აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD)


2. ძიძის როლები და პასუხისმგებლობები


3. კომუნიკაციის სტრატეგიები და სოციალური უნარები


4. პრობლემური ქცევის გაგება და მართვა


5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თვითდახმარების უნარების სწავლება


6. უსაფრთხოების დაცვა და კრიზისული სიტუაციასთან გამკლავება


7. მშობელთა და სპეციალისტებთან კომუნიკაცია



სასწავლო კურსი განკუთვნილია აუტიზმის მქონე ბავშებთან დასაქმებული ძიძებისთვის, თუმცა ასევე სასარგებლო იქნება პერსონალური ასისტენტებისთვის, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და სხვა მზრუნველი პირებისთვის.


კურსს გაუძღვება ფსიქოლოგი და საერთაშორისოდ აღიარებული ქცევის ანალიტიკოსი (IBA) გვანცა ჩვამანია.


ABApedia ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- ს მიერ აღიარებული ტრენინგ პროვაიდერია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/profile.php?id=100090546555483


სწავლება ჩატარდება 7 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღე საღამოს საათებში: 17:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.


კურსის საფასური ასოციაციის წევრებისთვის შეადგენს 200 ლარს.


გაიცემა სერტიფიკატი.


რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 811 911



4 views0 comments

Comments


bottom of page